Izzi-ის პლატფორმაზე შემოსვლისას, შენთვის სასურველი პრეფერენციების მონიშვნით შეგიძლია მიაწვდინო ხმა დეველოპერს. მიუთითე, რომელ ქალაქში ეძებ სახლს, რომელია შენთვის სასურველი სართულების შუალედი, რა არის პრიორიტეტი და ა.შ. საბოლოო ეტაპზე შეიყვანე მხოლოდ შენი მობილურის ნომერი და გაიარე მარტივი ავტორიზაცია. ამ დროისათვის შენთვის სასურველი ბინის მონაცემები უკვე გადაეგზავნება დეველოპერებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებენ ბინებს თავის საუკეთესო პროექტებში. შეთავაზებების შესახებ შეტყობინებას მიიღებ, როგორც მობილურზე, ასევე საიტზე შენს პირად გვერდზე.